27 აპრილი 2024,   05:08
ვრცლად
აშშ-ში არჩევნებში ჩარევის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი პაკეტს ამზადებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი პაკეტს ამზადებენ, ამჯერად არჩევნებში ჩარევის გამო. კონგრესის ქვედა პალატაში ექსპერტებთან ერთად განიხილავენ წინადადებებს, რომლებიც კანონპროექტის მომზადების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს.

კანონმდებლები ამბობენ, რომ რუსეთი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც იმავეს გეგმავს, რაც 2016 წელს გააკეთა.

სანქციათა პაკეტის პროექტის სამუშაო ვარიანტი საკმაოდ ვრცელია. მასში გათვალისწინებულია ფინანსურ და ენერგეტიკულ სექტორებზე რიგი მკაცრის სანქციების დაწესება კანონის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში, თუკი რუსეთს არჩევნებში ჩარევის მცდელობა ექნება.

სანქციები შეეხება საზღვარგარეთ განხორციელებულ რუსულ ენერგოპროექტებსაც. ანალიტიკოსები სანქციების ეფექტურობას ხედავენ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დაწესდება, როგორც ეკონომიკურ სექტორებზე, ასევე კონკრეტული პირების წინააღმდეგ.

რუსეთის აგრესიის შესახებ მის სამეზობლოში, მათ შორის საქართველოში, კონგრესს ქვედა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის ჯგუფისგან დამატებითი ინფორმაცია აქვს მიღებული.

დევიდ ფრაისმა და ვერნ ბიუქენანმა რეგიონის ქვეყნებში ვიზიტის შეჯამების დროს ხაზი გაუსვეს რუსეთის ოკუპაციის და მისი დეზინფორმაციის გავლენის შედეგებს აღნიშნული სახელმწიფოების დასაზიანებლად.

დღის ამბები