27 აპრილი 2024,   05:21
ვრცლად
თავდასხმა სანდრა რულოვსზე - ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში მელორ მიქავას კითხავენ

თავდასხმა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატზე დადიანების სასახლის ეზოში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციაში იმყოფება. ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გამომძიებლები მელორ მიქავას კითხავენ

ის ერთ-ერთია იმ პირთაგან, ვინც სანდრა რულოვსსა და მის მხარდამჭერებზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.

როგორც ცნობილია, მიქავა წალენჯიხელია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის პოლიციის თანამშრომელი იყო, თუმცა არ იციან აგრძელებს თუ არა ისევ მუშაობას სამართალდამცავ უწყებაში.

ამ დროისთვის, მომხდარი ინციდენტის გამო, მხოლოდ ერთი პირი გელა კვარაცხელიაა დაკავებული. გამოძიება ძალადობის მუხლით მიმზდინარეობს. 

დღის ამბები