27 აპრილი 2024,   08:07
ვრცლად
საბერძნეთში საქართველოს 29 წლის მოქალაქე გაგუდული იპოვეს - დაკითხულია მოკლულის მეუღლე

საბერძნეთში მოკლულია საქართველოს მოქალაქე, ქუთაისელი 29 წლის ქალი. მის გვარს და სახელს „კურიერი“ იმის გამო არ ასაჯაროებს, რომ დედამ ჯერ შვილის მკვლელობის შესახებ არ იცის.

საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის პოლიციამ დროებით საცხოვრებელში გაგუდული იპოვა. ქალს დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული. სამართალდამცველებმა ძარცვა სამართალდამცველებმა თავიდანვე გამორიცხეს.

ქალი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში იყო გაუჩინარებული. გარდაცვლილს 2 მცირეწლოვანი შვილი ყავს, რომლებიც ამ დროისთვის მამასთან იმყოფებიან. ბერძნული მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა მოკლულის ყოფილი მეუღლე უკვე დაკითხეს.

ის აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით არაფერი იცის. მეზობლების ცნობით, მათ გასულ კვირას გაიგეს, როგორ ჩხუბობდნენ სახლში ქალი და მამაკაცი, თუმცა მამაკაცის ვინაობა უცნობია.

საქართველოში მცხოვრებმა ნათესავებმა საქმის დეტალები არ იციან, მათ გამოძიების იმედი აქვთ. ოჯახის წევრები და ახლობლები მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ 29 წლის ქალი, მეუღლესთან და შვილებთან ერთად საბერძნეთში საცხოვრებლად გადავიდა.

“წავიდა ოჯახის გამო. იქით გადავიდნენ საცხოვრებლად. მეუღლესთან და შვილებთან ერთად წავიდა. მოკლესო ასე გავიგე, ვინ მოკლაო არ ვიცით.“- აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

დღის ამბები