06 მაისი 2024,   06:25
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის როლს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოკითხულთა უმრავლესობა ძალიან ნეგატიურად აფასებს

როგორ აღიქმება ბიძინა ივანიშვილის როლი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში - კომპანია იპსოსმა მოსახლეობის განწყობა შეისწავლა. კვლევის შედეგების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის როლს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან დადებითად მხოლოდ 8% აფასებს, ხოლო ძალიან უარყოფითად 33%.

გამოკითხულთა უმრავლესობა, მესამედი მილიარდერის როლს ძალიან ნეგატიურად აფასებს.

კვლევის შედეგები ასე გადანაწილდა:

ძალიან დადებითად - 8%

უბრალოდ, დადებითად - 25%

უარყოფითად - 20%

ძალიან უარყოფითად - 33%.

ამ მონაცემებს კომპანია იპსოსი აქვეყნებს, რომელმაც კვლევა საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. ამ კვლევაში საუბარია მოსახლეობის განწყობებზე პოლიტიკური პარტიების მიმართ.

დღის ამბები