17 ოქტომბერი 2019,   15:43
ვრცლად
ბაადურ რაფავამ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა - შსს

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბაადურ რაფავა, რომელმაც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გია დანელიას საუბარი ფარულად ჩაწერა გაუჩინარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების ინფორმაციით, რაფავამ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა. 

სკანდალური ვიდეომასალის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, „კურიერის“ ინფორმაციით, რაფავა სახლიდან ძალოვანებმა წაიყვანეს და აიძულებდნენ ერთ-ერთი სატელევიზიო არხის კამერის წინ ეთქვა, რომ ვიდეომასალა გაყალბებულია.

სანდო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ ასეთი ჩანაწერი ღამით გაკეთდა, ამის შემდეგ კი რაფავას კვალი იკარგება.

საქმე ეხება "რუსთავი 2"-ის ეთერში გასაჯაროებულ ფარულ ვიდეომასალას, სადაც ზუგდიდის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ყვება, რომ პარტიის ცენტრალური ოფისიდან მიიღო დავალება, ნებისმიერ ფასად მმართველი პარტიის კანდიდატმა მიიღოს ხმების 50 პროცენტზე მეტი და ამ მიზნის მისაღწევად, „ოცნების“ ლიდერებს შეუძლიათ დაატერორონ, გაიტაცონ და ზეწოლა მოახდინონ ადამიანებზე.

დღის ამბები