22 ნოემბერი 2019,   08:57
ვრცლად
TV ოდიშის ჟურნალისტს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი თავად გახდა, ზუგდიდის სასამართლომ 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა

ტელეკომპანია ოდიშის ჟურნალისტს, ლევან თორიას ზუგდიდის სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით, 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ჟურნალისტი, რომელიც სანდრა რულოვსზე მომხდარი თავდასხმის დროს ძალადობის მსხვერპლი თავად გახდა, ბრალდებას არ აღიარებს.

მას გამოძიება ძალადობის მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება. ლევან თორია ამბობს, რომ პროკურატურამ მის წინააღმდეგ დამონტაჟებული მასალა წარადგინა, რომელიც რეალობას არ ასახავს.

საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტს. ტვ "ოდიშის" გადამღები ჯგუფი გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატთან სანდრა რულოვსთან წერდა ინტერვიუს, როცა მას თავს დაესხნენ.

პასუხისგებაში მიცემულია დაპირისპირების მონაწილე კიდევ ორი პირი, რომლებსაც ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.

ლევან თორია ამბობს, რომ მის მიმართ სამართლებრივი დევნა უკანონობაა, რადგან ჟურნალისტი მომხდარ ძალადობაში დაზარალებული მხარეა და პროვოკატორებმა მას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

დღის ამბები