03 მაისი 2024,   09:15
ვრცლად
ყველას ვთხოვ, ჩემი შვილი დამიბრუნონ, სად არის ჩემი შვილი? - გაუჩინარებული ბაადურ რაფავას დედა 

გაუჩინარებული ბაადურ რაფავას ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ. ბაადურ რაფავას დედა, ინდელინა მოსია ამბობს, რომ მესამე დღეა შვილის შესახებ არაფერი იცის.

„გუშინ საღამოს მერე არაფერი არ ვიცი. ჭაბუკამ რომ წაიყვანა, მაგის შემდეგ არაფერი არ ვიცი. მესამე დღეა დღეს. სად მივმართო, სად წავიდე დღეს მე. მე ვთხოვ ყველას, რომ ჩემი შვილი დამიბრუნონ, სად არის ჩემი შვილი,“ - ამბობს

ადამიანი, რომელმაც "ქართული ოცნების" დეპუტატი ფარულად ჩაწერა, გაუჩინარებულია. სკანდალური ვიდეომასალის გავრცელებიდან რამდენიმე საათში "კურიერის" ინფორმაციით, ბაადურ რაფავა სახლიდან ძალოვანებმა წაიყვანეს და აიძულებდნენ ერთ-ერთი სატელევიზიო არხის კამერის წინ ეთქვა, რომ ვიდეომასალა გაყალბებულია. ბაადურ რაფავას დაბრუნებას ითხოვს მისი მეუღლე ირმა თოდუა.

„ჩამოვედი დღეს თბილისიდან, მითხრეს, რომ ჭაბუკა რაფავამ წაიყვანაო და ვითხოვთ, რომ ქმარი დამიბრუნონ სახლში,“ - განაცხადა ირმა თოდუამ.

შსს-ს ინფორმაციით კი, ბაადურ რაფავამ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა.

ამავე თემაზე
დღის ამბები