03 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
ჩამორთმეული პირადობის მოწმობები - "ოცნებამ" პოლიტიკური თამაშის მოსაგებად ონკოლოგიური პაციენტის სიცოცხლით ივაჭრა

კახათში ხელისუფლებამ ხალხს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა. ზუგდიდის ოლქში ერთ-ერთ ყველაზე დიდი სოფელში ამომრჩევლის უმეტეს ნაწილს პირადობის მოწმობები აღარ აქვს.

ფსიქოლოგიური ზეწოლა ხალხზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა განახორციელა. სოფელ კახეთის ერთ-ერთი მცხოვრები ონკოლოგიურად მძიმე ავადმყოფია, მმართველი პარტიის წარმომადგენელი მას სამკურნალოდ 10 ათასი ლარის ჩარიცხვას დაჰპირდა, თუ ოპოზიციურად განწყობილ მეზობლების პირადობის მოწმობებს მოაგროვებდა და დოკუმენტს, რომელის გარეშეც ხმას ვერ მისცემ, მათ ორშაბათს დაუბრუნებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ხალხი კახათში ტერორის მსხვერპლია, რამდენიმე მაინც გაბედა „კურიერის“ კამერის წინ იმის თქმა, რომ ნახევარი სოფელი „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინ პირადობის მოწმობების გარეშე დატოვა.

მოსახლეობა ამბობს, რომ 19 მაისს ხმა ოპოზიციისთვის უნდა მიეცათ, თუმცა, როდესაც არჩევანის გაკეთება მეზობლის სიცოცხლესა და კონსტიტუციური უფლების გამოყენებას შორის მოუხდათ, ადამიანის გადარჩენა ამჯობინეს.

სოფელს კახათში „ქართლი ოცნება“ არჩევნებს ოპოზიციასთან მუდმივად აგებს. ბოლო, საპრეზიდენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმებში ჩანს, რომ გრიგოლ ვაშაძემ ზოგიერთ უბანზე სალომე ზურაბიშვილზე სამჯერ მეტი ხმა მიიღო. წაგებისთვის განწირული პოლიტიკური თამაშის მოსაგებად კი ხელისუფლებამ ონკოლოგიური პაციენტის სიცოცხლით ივაჭრა.

მორალური ტერორი, მოსახლეობის თქმით, მათზე „ოცნების“ კოორდინატორმა, ვასილ ნარუშვილმა განახორციელა. კოორდინატორთან ფაქტების გადასამოწმებლად კურიერი მივიდა, თუმცა, კამერის დანახვისთანავე ვასილ ნარუშვილს საკუთარი გვარი დაავიწყდა.

არჩევნებამდე 11 საათით ადრე კახათში ურთულესი მდგომარეობა.ამომრჩევლის დიდი ნაწილი პირადობის გარეშეა, მიუხედავად იმისა, რომ „კურიერმა“ ეს ფაქტი 15:00 საათზე გააშუქა, სამართალდამცველები მომხდარით ამ დრომდე არ დაინტერესებულან.

დაუბრუნებენ თუ არა კახათელებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს და შეძლებენ თუ არა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები მათთვის მისაღები კანდიდატისთვის ხმის მიცემას, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

დღის ამბები