22 სექტემბერი 2019,   06:37
ვრცლად
სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბთან სატელეფონო და ინტერნეტის სიგნალის ჩამხშობი სპეციალური ავტომობილები იდგნენ

ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, სანდრა რულოვსის შტაბთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა პიკაპის ტიპის ავტომანქანები დააფიქსირეს, რომლებიც ოპოზიციის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში სატელევიზიო და სატელეფონო სიგნალს ახშობდნენ. ამ მიზეზით იყო ინტერნეტშეფერხებაც.

გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" სპეციალური მანქანები მიიყვანა, მიზანი კი ოპოზიციისთვის ხელის შეშლა იყო. ხელისუფლების ოპონენტებს აქვთ ეჭვი, რომ სპეციალური ავტომობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის.

მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ცნობილი გახდა, სანდრა რულოვსის შტაბიდან რამდენიმე მეტრში მდგომი  ტერიტორიიდან გაიყვანეს. მათ მიმდებარე ტერიტორია ჟურნალისტების გადამღები ჯგუფების გამოჩენისთანავე დიდი სისწრაფით დატოვეს. 

დღის ამბები