27 აპრილი 2024,   04:38
ვრცლად
ეს არის არაადამიანური მიდგომა შენი ხალხის... ისინი ხალხის ხმას არ უსმენენ - სანდრა რულოვსი  ხელისუფლებას აკრიტიკებს

ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ხალხის სიცოცხლე არაფრად უღირს, უნდა წავიდეს - კახათში დაპირისპირების შემდეგ, სამეგრელოში მიმდინარე კენჭისყრის პროცესი კიდევ ერთხელ შეაფასა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატთან ერთად. 

სანდრა რულოვსთან ერთად იმყოფებოდა გაერთიანებული ოპოზიციის ის ორი დამკვირვებელიც, რომელიც გუშინ პოლიციამ დროებით დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

„ფაქტობრივად, ადამიანებს ძალისმიერი მეთოდებით ართმევენ არჩევნებს, არჩევანის გაკეთების საშუალებას. ამ კონკრეტულ სოფელში, დაახლოებით 250 ადამიანს არ მისცეს შესაძლებლობა, მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ მათ ჩამოართვეს პასპორტები. ჩვეულებრივ, არაადამიანურად სპეკულირებენ ადამიანის სიცოცხლით, არა მხოლოდ ჯანმრთელობით, არამედ სიცოცხლით. მათ შეეძლოთ სიცოცხლის გადარჩენა, მაგრამ არ ქნეს ეს,“ - განაცხადა მარინა დათუკიშვილმა.

მანამდე კახათის 50-ე საარჩევნო უბანზე ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

განცხადება გააკეთა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ოპოზიციური გაერთიანებიდან ”ძალა ერთობაშია,” სანდრა რულოვსმა და ხელისუფლება გააკრიტიკა.

„ეს უკვე კრიმინალური არ არის, ეს არის არაადამიანური მიდგომა შენი ხალხის. ეს გასკდება, ეს არ შეიძლება არ გაგრძელდეს. ახლა ხალხი უკვე ძალიან გამწარებულია და მართლა ეროვნულ დონეზე არის დასაყვანი და ხალხი გამოგვყვება. ისინი ხალხის ხმას არ უსმენენ, უარყოფენ და მაშინ ჩვენ სხვანაირ ბრძოლაზე, ეროვნულ დონეზე გადავდივართ და ვისაც უყვარს ეს ქვეყანა, აუცილებლად დამეხმარება ივანიშვილის სისტემის მოსაშორებლად და მის გარეშე შეიძლება თავისუფალი არჩევნების დანიშვნა,“ - განაცხადა სანდრა რულოვსლმა.  

 

 

დღის ამბები