14 ოქტომბერი 2019,   11:09
ვრცლად
ანაკლიის პორტის პროექტი და კომერციული რისკების დაზღვევა - საკითხზე შეთანხმება ვერ ხერხდება

ანაკლიის პროექტის მშენებლობა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონსორციუმის, საერთაშორისო დონორებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. პროექტის მშენებლობისათვის საჭირო ასეულობით მილიონი დოლარის გამოსაყოფად საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციები 8 პუნქტიან მოთხოვნას აყენებენ.

ამ ეტაპზე ვერ ხერხდება შეთანხმება პორტის ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევაზე. მთავრობის წევრების თქმით, კომერციული რისკების დაზღვევაში სახელმწიფო ვერ შევა. ინფრასტრუქტურის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ საკითხზე შეუთანხმებლობა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების გადავადების მიზეზი გახდეს.

მაია ცქიტიშვილი-ის სურათის შედეგი„მთავარი და შეთანხმება ჩვენ შორის, რაზეც არის მიღწეული სამივე მხარეს შორის არის ის, რომ  ეს პროექტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება აქვს, როგორც ბანკებს, ასევე სახელმწიფოს ამ პროექტის მიმართ და უშუალოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მონაწილეობასთან დაკავშირებით ამ პროექტში და შესაბამისად, ჩვენი საერთო შეთანხმება არის ის, რომ ჩვენ დღის განმავლობაში კიდევ უფრო უნდა ​დავუახლოვოთ ჩვენი პოზიცია იმ საკითხებზე, სადაც ჩვენ უკვე პრაქტიკულად, გვაქვს შეთანხმება მიღწეული.

"ის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება მოლაპარაკების საგნად და მთავარი აქ არის ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველაზე რთული პოზიცია სახელმწიფოს მხრიდან იქნება ეს სწორედ, რადგანაც სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა. ეს არის ის პოზიცია, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ბანკებთან და კონსორციუმთან იმასთან დაკავშირებით თუ რა დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენება არის შესაძლებელი,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მთავრობის წევრების თქმით, საჭირო იქნება მოლაპარაკებების კიდევ რამდენიმე რაუნდის გამართვა. მინისტრები ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია.

ივანე მაჭავარიანი-ის სურათის შედეგი„ერთი პოზიცია, სადაც ჩვენ მეტ დათმობაზე ვეღარ მივდივართ, არის კომერციული რისკების დაზღვევა, მათ შორის ყველაზე მთავარი იყო ტვირთების რისკი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. ჩვენ არსებულ პროგრამაში, რაც შეთანხმებული გვაქვს, სავალუტო ფონდთან, არ ითვალისწინებს, რომ დამატებით სახელმწიფომ აიღოს ფინანსური რისკი ამ ნაწილში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.  

საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე აქტიური მოლაპარაკებების და მუშაობის აუცილებლობაზე საუბრობს ”თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე.

ბადრი ჯაფარიძე-ის სურათის შედეგი"ზოგადად, უმრავლეს საკითხებზე არის ძალიან ცოტა განსხვავებები, ამიტომ ორი დღის განმავლობაში ვიმუშავებთ, რომ ყველა თემა ბოლომდე მივიყვანოთ, ყველა საკითხი. მაგრამ საზოგადოდ არის სრული მზადყოფნა თანამშრომლობისათვის ყველა მონაწილე მხარის მხრიდან. ეს არის ძალიან დამაიმედებელი და მე ვფიქრობ, რომ იმ ტემპით და იმ რესურსებით, რომლებიც მოზიდულია ახლა ყველა ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან ჩვენ ამ ორი დღის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს გავაკეთებთ,“ - განაცხადა ”თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, ბადრი ჯაფარიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები