22 მაისი 2024,   14:12
ვრცლად
საყოველთაო დაუმორჩილებლობა აფხაზეთში - ოპოზიცია ე.წ. ხელისუფლებისგან არჩევნების გადავადებას მოითხოვს

საყოველთაო დაუმორჩილებლობა აფხაზეთში - მასშტაბური საპროტესტო აქციის მონაწილეები პროტესტს უვადო რეჟიმით აანონსებენ. აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა არჩევნების გადავადებასთან დაკავშირებით, რამაც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ვითარება უკიდურესად დაძაბა.

ოპოზიცია მათი ლიდერის  ბჟანიას მოწამვლას სწორედ ე.წ. ხელისუფლებას აბრალებს. ისინი მოითხოვენ, რომ არჩევნები კანდიდატის გამოჯანმრთელებამდე გადაიდოს, რათა მან აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის მიღება შეძლოს.   

ოპოზიციური ბლოკის ლიდერი 18 აპრილს მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მოწამვლის სიმპტომებით მოათავსეს. ანალოგიური სიმპტომები აღმოჩნდა ბჟანიას დაცვის ორ წევრსაც.

პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციის მომხრეებმა სოხუმში ჩასვლა რაიონებიდანაც დაიწყეს. მათი განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური ტერორი მიმდინარეობს.

დღეიდან საყოველთაო დაუმორჩილებლობის  გარდა ოპოზიციის მხარდამჭერებმა გაფიცვაც გამოაცხადეს. გადაკეტილია სოხუმისკენ მიმავალი გზები. აქციის მონაწილეებს დილიდან ბლოკირებული აქვთ გადასასვლელი ხიდები გაგრაში და სოფელ ტამიშთან.

დღის ამბები