21 აგვისტო 2019,   20:55
ვრცლად
„არსებობს ყველაზე კარგი კვლევა და ამ კვლევას ჰქვია არჩევნები" - მამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს აკრიტიკებს და უნდობლობას უცხადებს. მდინარაძის თქმით, მოსახლეობის განწყობის ყველაზე კარგი მაჩვენებელი არჩევნები და მასზე დაფიქსირებული შედეგებია. 

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე კვლევების დაბალ  მაჩვენებელს იმ ორგანიზაციას უკავშირებს, რომელმაც ქვეყანაში მოსახლეობის განწყობასთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა. მმართველი გუნდის წევრების თქმით, NDI-ის კვლევას საქართველოში ის ორგანიზაცია ატარებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებს.

„არსებობს ყველაზე კარგი კვლევა და ამ კვლევას ჰქვია არჩევნები. და როდესაც რომელიმე სხვა კვლევა, დაახლოებით 40%-ით ცდება ამ შედეგებს, რომელიც არჩევნებზე დაიდო, სულ რაღაც 2 დღის წინ, მაშინ ვფიქრობ რომ ძალიან უხერხულია და ამის მიზეზი, რადგან მეკითხებით პირდაპირ გეტყვით, არის ის თუ ვინ ატარებს საველე სამუშაოებს საქართველოში.... "CRRC-იმ“ მერამდენედ უკვე, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოაჩინა სხვადასხვა ორგანიზაციები. სოციოლოგიური ხრიკების გამოყენებით, ზედმეტ-ნაკლებად რეალური მონაცემები მიუთითოს იმისათვის, რომ მოიტყუოს მთავარი, რომ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი არის დაბალი და ამასობაში იზრდება მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი. ამაზე სასაცილო მომენტი არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ საზოგადოებაც უკვე ხვდება რასთან გვაქვს საქმე“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

NDI-ის კვლების მონაცემების მიხედვით, ერთ-ერთი დაბალ რეიტინგული ფიგურაა და მოსახლეობის უმრავლესობა მის საქმიანობას არ იცნობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები