27 აპრილი 2024,   07:23
ვრცლად
ფოთის სტადიონის მშენებლობა და მითვისებული მილიონი ლარი - "ფლანგვის დეტექტორი" დარღვევებზე საუბრობს

საბიუჯეტო თანხების ფლანგვა ფოთში, რომელიც უკვე 6 წელია გრძელდება - ფოთის სტადიონის ბედით "ფლანგვის დეტექტორი" დაინტერესდა. მედიაპროექტის ფარგლებში მოძიებული ინფორმაციით დგინდება, რომ სტადიონის რეაბილიტაციისთვის 2013 წლიდან დღემდე ორმა კომპანიამ ავანსად გაცემული მილიონი ლარი მიითვისა. მესამე ტენდერში კი, რომელიც ორი წლის წინ გამოცხადდა, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ “ელიტა ბურჯმა” გაიმარჯვა, მიიღო თითქმის 2 მილიონი, თუმცა ამ დროისთვის მშენებლობის პირველი ეტაპიც კი არ არის ბოლომდე მიყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, სტადიონისთვის დამატებით იგეგმება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მილიონობით ლარის გამოყოფა.

დღის ამბები