22 ნოემბერი 2019,   10:09
ვრცლად
ცნობადობა არის ძირითადად განპირობებული, რამდენად ხშირად ჩანს ის ეკრანზე - რომან კაკულია NDI-ის კვლევაზე

საზოგადოებისთვის უცნობი მინისტრები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები - მმართველის გუნდის წევრები NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურებიან, რომლის მიხედვით, მინისტრების და დეპუტატების ნაწილის საქმიანობას მოქალაქეების უმეტესობა არ იცნობს.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის აზრით, ცნობადობის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი მისი სატელევიზიო ეკრანზე გამოჩენაა. მმართველი გუნდის წევრები ერთ-ერთ მიზეზად ასევე პოლიტიკოსების საზოგადოებასთან ურთიერთობასაც ასახელებენ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია მიიჩნევს, რომ დღის წესრიგს დღეს მედია ქმნის. მან ტერმინი სატელევიზიო რესპუბლიკაც გამოიყენა.

დაკავშირებული სურათი„ცნობადობა არის ძირითადად განპირობებული, რამდენად ხშირად ჩანს ის ეკრანზე. ერთ-ერთი ეს არის და მეორე მისი ურთიერთობა პირადად საზოგადოებასთან. ე.ი. ერთიც აკლია და მეორეც აკლია. მდინარაძეს და თალაკვაძეს ისეთი თანამდებობა აქვთ, რომ მათ გაცილებით ხშირად უწევთ პოზიციონირება სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. ჩვენ ხომ საპარლამენტო რესპუბლიკა არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს რეალობაში სატელევიზიო რესპუბლიკა. მე რომ მქონდეს უფლება, გადავაკეთებდი ამას სატელევიზიო რესპუბლიკად იმიტომ, რომ ჯერჯერობით დღის წესრიგს ქმნით თქვენ. ამიტომ, რადგან თქვენ ქმნით დღის წესრიგს, ვინც არის ყველაზე აქტიური თქვენთან, ის არის პოპულარული. ე.ი. რადგან ვერ მოახერხა ბატონმა დავითაშვილმა, მას გამოწვევა აქვს, რომ უფრო ხშირად გააკეთოს განსაკუთრებით მწვავე განცხადებები, განსაკუთრებით კრიტიკული, აქედან გამომდინარე, ხშირად მოხვდება ეკრანზე და მისი ცნობადობაც გაიზრდება,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საზოგადოების უმეტესობა მედიის მიერ გაშუქებულ ამბებს არ ეცნობა. რევაზ არველაძის აზრით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ეკრანზე ხშირად ჩანს და თუ ახალ ამბებს ტელევიზიით მოსახლეობა უყურებს, მაშინ არჩილ თალაკვაძის ცნობადობა მაღალი უნდა იყოს.

რევაზ არველაძე-ის სურათის შედეგი„ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა აღარც ტელევიზიას უყურებს და აღარც გაზეთებს კითხულობს. აქედან გამომდინარე, ცნობადობა, თორემ, რაც არჩილ თალაკვაძე ტელევიზორშია, არ მგონია, რომ თუ ვინმე უყურებს, არ იცნობდეს იმას. ასევე, არიან ზოგიერთი მინისტრები. მეორე მხარეა, რომ მათი მუშაობა მოგვწონს თუ არა, მე, მაგალითად, ძალიან არ მომწონდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშობა. მაია ცქიტიშვილი შედარებით ახალია და ვნახოთ, კიდევ აქვს დრო, რომ თავი გამოიჩინოს,“ - განაცხადა რევაზ არველაძემ.

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა მინისტრების, ლევან დავითაშვილის, ივანე მაჭავარიანის, მაია ცქიტიშვილის, მიხეილ ბატიაშვილისა და დავით ზალკალიანის საქმიანობას არ იცნობს. ასევე მონაცემების თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობისთვის ზოგიერთი დეპუტატის საქმიანობაც არ არის ცნობილი, მათ შორის არიან მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე და თამარ ჩუგოშვილი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები