26 აპრილი 2024,   12:17
ვრცლად
ევროკავშირის ქვეყნებში დღეს ევროპარლამენტის არჩევნები იწყება

ევროკავშირის ქვეყნებში დღეს ევროპარლამენტის არჩევნები იწყება. კენჭისყრის პროცესი 28 ქვეყანაში 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 751 მანდატისთვის 20-ზე მეტი მსხვილი პოლიტიკური პარტია და მოძრაობა იბრძოლებს. სპეციალისტების პროგნოზით, ყველაზე მეტ მანდატს გაერთიანება “ევროპული სახალხო პარტია” მოიპოვებს, რომელიც პროევროპული კონსერვატორებისა და ქრისტიან-დემოკრატებისგან შედგება. მიუხედავად ამისა,  წინასწარმა გამოკითხვებმა ასევე აჩვენა, რომ ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანში ევროსკეპტიკოსი დეპუტატების რაოდენობა გაიზრდება.

ამ არჩევნებში დიდი ბრიტანეთიც იღებს მონაწილეობას, რომელმაც ევროკავშირიდან გასვლის პროცესის დასრულება ვერ შეძლო.

ევროკავშირში სულ 426 მილიონი ამომრჩეველია დარეგისტრირებული. არეჩვნების შედეგები კვირას გახდება ცნობილი.

დღის ამბები