27 აპრილი 2024,   03:52
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, საკითხი გადაწყდება მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით - პრემიერი დავით გარეჯზე

დავით გარეჯის საკითხი - საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, პრემიერი ეხმაურება. მამუკა ბახტაძის განცხადებით, კომისიის მუშაობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ საკითხის გადაჭრისას მხარეები სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის გათვალისწინებით იხელმძღვანელებენ.

„შემდეგი ორი დღის განმავლობაში იქნება შეხვედრები ბაქოში კომისიებს შორის. კომისიის მუშაობის შედეგებზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საკითხი რომელიც ეხება ამ პროცესს იქნება გადაწყვეტილი, იმ სულისკვეთებით, რასაც ჰქვია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობა,“-აცხადებს პრემიერი.

დღის ამბები