27 აპრილი 2024,   01:52
ვრცლად
ლგბტ თემის მხარდამჭერი განცხადება - სამოქალაქო აქტივისტ, ივა ყურშუბაძეს ნათესავები მოკვლით ემუქრებიან

ბათუმელ ახალგაზრდას, რომელმაც განსხვავებული ორიენტაციის მქონე პირების მიმართ ძალადობა ხმამაღლა გააპროტესტა, ნათესავები ემუქრებიან. 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, გადაცემა „ჰეშთეგში“, ივა ყურშუბაძემ, თანასწორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გაემიჯნა ყველას, ვინც ადამიანებს განსხვავებული ორიენტაციის გამო დევნის.

ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, უკვე 1 კვირაა, სამოქალაქო აქტივისტს ნათესავები მოკვლით ემუქრებიან. მისგან გვარის შეცვლას მოითხოვენ და ეუბნებიან, რომ ოჯახი და საგვარეულო შეარცხვინა.

ივა ყურშუბაძეს მხარს მხოლოდ 86 წლის ბებია უჭერს. ის სოფელ ჩაისუბანში ცხოვრობს. მარტოხელა მოხუცის მოსანახულებლად ივა ყურშუბაძე მეუღლესთან ერთად ყოველ შაბათ-კვირას მიდის. ნათესავები ფიზიკური ანგარიშსწორების მოტივით, ბებიის სახლში მივიდნენ და ყურშუბაძეს ეძებდნენ. მუქარის შემცველი გზავნილების შემდეგ, ბებიის მოსანახულებლად ივა ყურშუბაძე აღარ ჩასულა.

ჰომოფობია და ძალადობა მიუღებელია ივა ყურშუბაძის დედისთვისაც, მარინე გორგილაძე სამშობლოდან წასული ემიგრანტია. ამტკიცებს, რომ მის შვილს საკუთარი ბიძები ემუქრებიან.

ივა ყურშუბაძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. მუქარის ფაქტზე გამოძიება ბათუმის რაიონულმა პროკურატურა აწარმოებს. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

დღის ამბები