27 აპრილი 2024,   05:58
ვრცლად
შიმშილობის მე-8 დღე - გაფიცული მაღაროელების პროტესტი გრძელდება 

შიმშილობის მე-8 დღე - გაფიცული მაღაროელები პროტესტს ისევ აგრძელებენ. უკვე ერთ კვირაა ჭიათურაში გაჩერებულია ყველა მაღარო და სამსახურში გასვლაზე უარს ამბობს სამი ათასზე მეტი დასაქმებული. ისინი ხელფასის მატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ასევე ქალაქში მანგანუმით დატვირთული ავტომობილების გადაადგილების აკრძალვას, რაც ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის მუნიციპალიტეტს.

„ჯორჯიან მანგანეზი არის მატყუარა კომპანია და მასეთ დაპირებები ჩვენ გვქონია ხოლმე და არც ერთი არ შეუსრულებია. პირიქით, რა პირობებიც იყო დააკლეს და კაბალურ პირობებში გვიწევს მაღაროელებს მუშაობა. აქედან გამომდინარე ჩვენ არ დავთანხმდებით მაგათ შემოთავაზებას. მოთხოვნები რაც გვაქვს, ვაპირებთ უფრო რადიკალურ ზომებს მივმართოთ,“-ერთ-ერთი მაღაროელი გელა ბაძგარაძე.

პარალელურად გაფიცულები უკვე გააფრთხილა დამსაქმებელმა კომპანიამ "ჯორჯიან მანგანეზმა". მათ შესაძლოა შრომით ხელშეკრულებები შეუჩერდეთ.

დღის ამბები