27 აპრილი 2024,   03:02
ვრცლად
გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას მეორედ გეგმავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ, შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა მეორედ სცადოს.

ამის შესახებ მან გუშინ, დღის ბოლოს, რამდენიმესაათიანი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მიქაუტაძემ გუშინ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაწინაურებაზე უარი თქვა და საერთო სასამართლოების კონკურსში კანდიდატურა მოხსნა. მიზეზად კი სწორედ ის დაასახელა, რომ ის უზენაეს ინსტანციაში დაწინაურებაზე ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის საბჭომ გუშინ 32 მოსამართლე სხვადასხვა რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში დანიშნა.

დღის ამბები