22 მაისი 2024,   14:13
ვრცლად
ჩემთვის შემამსუბუქებელი ვერაფერი იქნება - 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ოჯახი განაჩენის გამოცხადებას ხმაურით შეხვდა

9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ოჯახი განაჩენის გამოცხადებას ხმაურით შეხვდა. მოსამართლემ გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ოჯახისთვის განაჩენის მოსმენის წუთები განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია. მათი თქმით, მოკლული ბავშვის ოჯახს ტკივილს არაფერი შეუმსუბუქებს, თუმცა იმის ცოდნა, რომ სხვა ბავშვებს ნებიერიძისგან საფრთხე არ ემუქრებათ მნიშვნელოვანია.

„მაინც ვერ დავმშვიდდი. ჩემთვის შემამსუბუქებელი ვერაფერი იქნება, მაგრამ მინიმალური რაც შეიძლება გააკეთოს საქართველომ ჩემი შვილისთვის ეს არის და ამ გადაწყვეტილების მადლობელი ვარ,“-ამბობს მოკლული ბავშვის დედა სოფო ბერიაშვილი.

გორში მცხოვრები 9 წლის ნანა ბერიაშვილი 25 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში დაიკარგა. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი პოლიციამ ლიახვის ნაპირთან ახლოს იპოვა. ბავშვს მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა.  სამართალდამცველებმა 34 წლის იაგო ნებიერიძე ბრალდებულის სახით დააკავეს. ის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნებიერიძე ბავშვს გარკვეული დროის მანძილზე უთვალთვალებდა. იაგო ნებიერიძე მრავალჯერ ნასამართლევია.

ამავე თემაზე
დღის ამბები