22 მაისი 2024,   14:13
ვრცლად
თავდასხმა იაპონიაში - დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

იაპონიაში თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქ კავასაკიში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში მყოფ პირებს ჭრილობები მიაყენა. 18 დაშავებულიდან უმეტესობა პირველი კლასის მოსწავლეა. ისინი გაჩერებაზე ავტობუსს ელოდებოდნენ.

მომხდარის შემდეგ თავდამსხმელმა დანით თვითდაზიანებები მიიყენა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. ამ დრომდე უცნობია თავდასხმის მოტივი.

დღის ამბები