27 აპრილი 2024,   06:20
ვრცლად
“კოკა-კოლას თასი 2019” - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე თბილისის ეტაპი დასრულდა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე კოკა-კოლას თასი 2019-ის თბილისის ეტაპი დასრულდა. თბილისის ფინალურ ეტაპზე 12-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ვაჟების ოთხმა და გოგონების ერთმა გუნდმა კოკა-კოლას თასის 2019 წლის ბათუმის საგზური   მოიპოვა.

კომპანია კოკა-კოლა, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ტურნირს უკვე 25 წელია, ატარებს.

„ტური, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, მათთვის იმდენად მნიშვნელოვანია, იმდენად აღტაცებულები არიან და ემოციურები, რომ ყოველ წელიწადს მოტივაციას გვაძლევს, უფრო ძლიერები გავხდეთ, უფრო მეტი თანხები ჩავდოთ მათ განვითარებაში. გვეამაყება, რომ 25 წელი გავიდა და წლების განმავლობაში უმჯობესდება ხარისხი, რაოდენობა, საუკეთესო ფეხბურთელები იბადებიან ამ ტურნირში,“ - განაცხადა კოკა-კოლას გენერალურმა დირექტორმა, თემურ ჭყონიამ. 

დღის ამბები