22 მაისი 2024,   14:13
ვრცლად
ესპანელმა სამართალდამცველებმა ძარცვაში ეჭვმიტანილი ქართველების ჯგუფი დააკავეს

ესპანელმა სამართალდამცველებმა ძარცვაში ეჭვმიტანილი ქართველების ჯგუფი დააკავეს. ოპერაცია ბარსელონაში ჩატარდა.

მედიის ცნობით, დაკავებულია სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც გასული წლის დეკემბრიდან 22 ძარცვის ფაქტისთვის იძებნებოდა. ეჭვმიტანილები ძარცვავდნენ საცხოვრებელ სახლებს, მაღაზიებს, ბარ-რესტორნებსა და აფთიაქებს.

დაკავებულები უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებით ამოიცნეს. ძარცვაში ეჭვმიტქანილ ქართველებს 9 ათასი ევრო, ასევე მოპარული კომპიუტერები და მობილური ტელეფონები აღმოაჩნდათ. დაკავებულების ვინაობას სამართალდამცველები არ ასახელებენ.

დღის ამბები