27 აპრილი 2024,   11:31
ვრცლად
ლარი, რამდენიმედღიანი მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, კვირის ბოლოს მცირედით გამყარდა

ეროვნული ვალუტა რამდენიმედღიანი მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, კვირის  ბოლოს  მცირედით გამყარდა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გუშინ გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7870 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.8023 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0153 ლარი შეადგინა.

1 ევრო კი 3.1078 ლარი ღირს მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.1209 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0131 ლარი შეადგინა.

 

 

 

დღის ამბები