03 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
შეტაკებები ისრაელში - მუსლიმი მომლოცველები სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ

შეტაკებები ისრაელში - მეჩეთთან შეკრებილი მუსლიმები სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ. მუსლიმი მომლოცველების უკმაყოფილება იერუსალიმის ერთ-ერთ ტაძარში მისულმა ულტრა-ნაციონალისტების ჯგუფმა გამოიწვია, რომელიც იქ სამართალდამცავების თანხლებით მივიდა. მუსლიმმა მომლოცველებმა პოლიციელებს ქვები და სკამები ესროლეს.

აღნიშნული ტაძარი რელიგიურ სიწმინდეს წარმოადგენს, როგორც ებრაელებისთვის ასევე მუსლიმებისთვის.

პოლიციამ ამბოხებულების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი აირი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად არიან დაშავებულებიც.

ინციდენტის ადგილი, „ტაძრის მთა“, ანუ იგი9ვე „კეთილშობილი ტაძარი“ ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტში ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე საკითხს წარმოადგენს.

დღის ამბები