03 მაისი 2024,   05:13
ვრცლად
ანგელა მერკელის კოალიციას დაშლის საფრთხე ემუქრება

ანგელა მერკელის კოალიციას დაშლის საფრთხე ემუქრება. ევროპარლამენტის არჩევნებში წარუმატებლობის გამო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, რამაც შეიძლება გაერთიანების კოალიციიდან გასვლაც გამოიწვიოს.

ანდრეა ნალესი, როგორც პარტიის ლიდერის, ასევე ბუნდესტაგში ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. სოციალ-დემოკრატიული პარტია ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან ერთად ე.წ. "დიდი კოალიციის" შემადგენლობაშია.

პარტიის ლიდერის მოულოდნელი გადადგომის მიუხედავად, გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ კოალიციური მთავრობა მუშაობას გააგრძელებს.

დღის ამბები