03 მაისი 2024,   11:00
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია 

ხორავას ქუჩის საქმე - სააპელაციო სასამართლომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და რამდენიმე წუთის წინ გამოცხადებული განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად.

რაც შეეხება გ.ბ.-ს,  ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით,  სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდბეულ გ.ბ-ს დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა გ.ბ-ს მიმართ კვალიფიკაციის ნაწილში დარჩა უცვლელი, თუმცა მას სასჯელი დაუმძიმდა და 11 წელი და 3 თვე განესაზღვრა.

„ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა პირდაპირ მიუთითა, რომ გ.ბ-ს მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. დადუნაშვილის ეპიზოდში რასაც აპელირებდა დაცვის მხარე არ გაიზიარა და პირველი ინსტანციის სასამართლო კვლავ დატოვა ძალაში.

მაგრამ მოხდა ერთი გაურკვეველი რამ. გ.ბ-ს ჰქონდა 10 წელი და ექვსი თქვე მისჯილი და სასამართლომ ახალი განაჩენით გ.ბ-ს მიუსაჯა 11 წელი და სამი თვე.

სასამართლომ სიტყვა-სიტყვით აღნიშნა, რომ გ.ბ.ს მონაწილეობა არ მიუღია სარალიძის მკვლელობაში, ანუ რასაც ითხოვდა დაცვის მხარე სარალიძესთან ეპიზოდთან დაკავშირებით გაიზიარა სასამართლომ, უბრალოდ ცოტა გაუგებარია, რატომ დაამძიმა სასჯელი, “-განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

 

დღის ამბები