27 აპრილი 2024,   11:23
ვრცლად
აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - სოფელ სალიბაურში ადგილობრივებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - სოფელ სალიბაურში ადგილობრივებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოსახლეობა უწყლობას აპროტესტებს.

ადგილობრივების განმარტებით, ერთი თვეა, სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდებათ. მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.

სოფლის გამგებლის აქციაზე მისვლას ხმაური მოჰყვა. მოსახლეობა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გამგებელს დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, მიშა ბოლქვაძემ ხელვაჩაურის გამგეობა კორუფციაში დაადანაშაულა. მიშა ბოლქვაძე კორუფციულ გარიგებებზე და საბიუჯეტო თანხების უკანონო არამიზნობრივ ხარჯვაზე  საუბრობს.

მისი თქმით, წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 5 მილიონი ლარი გამოიყო და დაიხარჯა, თუმცა წყალი მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება.

ადგილობრივები გზის გახსნას პრობლემის მოგვარებამდე არ აპირებენ. 

დღის ამბები