05 მაისი 2024,   12:35
ვრცლად
"კლანის წევრები ცდილობენ შეაღწიონ უზენაეს სასამართლოში" - არასამთავრობოთა აზრით, მოსამართლეთა სია ივანიშვილთან არის შეთანხმებული

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები დარწმუნებული არიან, რომ კანდიდატთა შერჩევის პროცესი არაობიექტური იქნება. მათი აზრით, საბჭო, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, სასამართლოს კლანის დაკვეთებს ასრულებს და გადაწყვეტილებაც მათი სურვილის შესაბამისი იქნება.

მათივე აზრით 144 პრეტენდენტს შორის ღირსეული კანდიდატებიც არიან, თუმცა ნაკლებად აქვთ შანსი მოხდნენ საბოლოო სიაში.

„უმეტესი გვარებისა, რვა გვარი პირველ სიასთან შედარებით მეორდება ამ პროცესში. აქ არის დამატებული სხვა ადამიანები, რომლებიც დამატებულები არიან ჩინჩალაძე-მურუსიძესთან. მე მაქვს მოლოდინი, რომ ყველა ეტაპზე იქნება სერიოზული ბრძოლა, ხელისუფლებას მოუწევს ხალხის აზრის გათვალისწინება,“-განაცხადა ანა დოლიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციებში კი ამბობენ, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა სია, პირადად ბიძინა ივანიშვილთან არის შეთანხმებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, ე.წ. მოსამართლეთა კლანის წევრებს, უზენაეს სასამართლოში მოხვედრის ცალსახა გარანტიები აქვთ მიღებული.

„გარკვეული წევრები ამ სიის არის პრობლემატური. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კლანის წევრები ცდილობენ შეაღწიონ უზენაეს სასამართლოში. რა თქმა უნდა ამ ადამიანებთან დაკავშირებული ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილმა იცოდა და ამ ადამიანებს ცალსახად აქვთ გარანტიები, რომ შევიდნენ უზენაეს სასამართლოში,“-ამბობს ეკა გიგაური.

ამავე თემაზე
დღის ამბები