03 მაისი 2024,   03:45
ვრცლად
მიხეილ კალანდია სასამართლოში მიდიოდა და გზაში დააკავეს - ადვოკატი

მიხეილ კალანდია სასამართლოში მიდიოდა, რათა მოწმის სტატუსით დაეკითხათ და გზაში დააკავეს - ამის შესახებ დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობაში ბრალდებულის ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა. კალანდია მისი ინტერესების დამცველმა მოინახულა.

ადვოკატის განცხადებით, როდესაც ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ, მაშინ  შეეძლება დეტალურად საუბარი.

მიხეილ კალანდიას ინტერესების დამცველის თქმით, მისთვის უცნობია, რა ახალი გარემოებები იკვეთება საქმეში.

"დღეს იყო 11 საათზე დანიშნული მოსამართლე გიორგი დარახველიძესთან სასამართლო სხდომა, სადაც მოწმის სახით მიხეილ კალანდიას დაკითხვა უნდა მომხდარიყო. 11 საათს, როდესაც აკლდა ათი წუთი ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ როცა მიხეილ კალანდია სასამართლოში მოდიოდა გზაში დააკავეს. ბრალის ფორმულირება ჩემთვის უცნობია, იმიტომ რომ ბრალი ამ დრომდე ოფიციალურად წარდგენილი არ არის. რაც შეეხება პოზიციას, როდესაც ჩვენ გავეცნობით ბრალს ამის შემდეგომ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას.

მე მას შევხვდი, თუმცა ჯერ ჯერობით არ გვისაუბრია ამ დეტალებზე, შესაბამისად დაველოდებით ბრალის წარდგენას. არანაირი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით არ ყოფილა, იმიტომ რომ ბრალდებული ამ საქმეზე არ ყოფილა, “-ამბობს ადვოკატი ანა კოტეტიშვილი. 

მიხეილ კალანდიას ბრალს ოფიციალურად, სავრაუდოდ, ხვალ დილით წარუდგენენ. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის დააკავეს. როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, სამართალდამცველებმა კალანდია დღეს აიყვანეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები