02 მაისი 2024,   11:36
ვრცლად
შემოგვიმტვრიეს კარები ვარ დალურჯებული ნაცემი, ბავშვები ჩაყარეს სტრესში - მორიგი მასშტაბური დეპორტაცია ევროპიდან

მორიგი მასშტაბური დეპორტაცია ევროპიდან - ათეულობით ქართველი სპეცრეისით გვიან ღამით საქართველოში ჩამოიყვანეს.

დეპორტირებულები ძირითადად საფრანგეთიდან და გერმანიიდან არიან. გერმანიაში დარჩენილი ქართველი ემიგრანტების თქმით, მათი ოჯახის წევრებს პოლიციამ ქვეყანა ძალის გამოყენებით დაატოვებინა და მომხდარს, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტს უკავშირებენ.

„ისეთი ინფორმაციები მოვიდა საქართველოდან, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე გამოუშვით, ამას გვიდებს ჩვენ ლტოლვილთა სამინისტრო. დაგვადგა დილით პოლიცია თავზე, შემოგვიმტვრიეს კარები ვარ დალურჯებული ნაცემი, ბავშვები ჩაყარეს სტრესში, გულისმანკიანი ბავშვი კინაღამ ჩაგვაკვდა ხელებში, მერე ჩემმა მეუღლემ გადაიჭრა ვენები, გადაკერეს და გამოუშვეს. რომ ჩამოდის ჩვენი ქალბატონი პრეზიდენტი, ვითომ პრეზიდენტი, აი, ასეთ დღეში ყრიან ხალხს.

"მარტო ჩვენ ქართველები ვართ ასეთ დღეში, სამი თვის ჩამოსულ სხვა ეროვნების ლტოლვილებს უკვე საბუთები აქვთ,“-ამბობს „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი.

დეპორტირებულთა უმეტესმა ნაწილმა აეროპორტი უკომენტაროდ დატოვა. ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტებებს არ აკეთებს.

დღის ამბები