05 მაისი 2024,   17:51
ვრცლად
საქართველოს მხარდამჭერი მორიგი რეზოლუცია გაეროში - დოკუმეტი ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებას გმობს

საქართველოს მხარდამჭერი მორიგი რეზოლუცია გაეროში. იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლიუცია 45-მა ქვეყანამ წარადგინა და უმრავლეოსობამ მას მხარი დაუჭირა.

დოკუმენტი გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

რეზოლუციის წარდგენისას გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ მძიმე ვითარებას გაუსვა ხაზი.

კახაბერ იმნაძემ განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობას უწევს გატაცების, უკანონო დაპატიმრების, საკუთრების ხელყოფის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და ასევე, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მოთმენა.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გენერალური მდივნის უახლესი ანგარიშის ნახვა დიდ გულისტკივილს იწვევს, სადაც აღწერილია ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების „ტრაგიკული დაღუპვა“ საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებისას, მოხმდარის დასტურად კი დასახელებულია კონკრეტული სემთხვევები - ბაშარული, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია.

დღის ამბები