07 მაისი 2024,   04:05
ვრცლად
მიხეილ კალანდიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

მიხეილ კალანდიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა. მიხეილ კალანდიას პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა მიმართა. 

"ბრალდებულ მიხეილ კალანდიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნას პატიმრობა. მიხეილ კალანდიას პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან. მიხეილ კალანდია მოთავებული იქნეს სპეციალური პენიტენციალურ დაწესებულებაში,"-განაცხადა მოსამართლემ ეკატერინე კულულაშვილმა. 

კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 11 ივლისს დაინიშნა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები