03 მაისი 2024,   05:24
ვრცლად
ტრაგედია ყაზბეგში - პირველი კადრები ავიაკატასტროფის ადგილიდან

პირველი კადრები ყაზბეგიდან, სადაც რამდენიმე საათის წინ ავიაკატასტროფა მოხდა.  მომხდარ ტრაგედიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ადგილზე "კურიერის" გადამღები აეროკამერა მუშაობს. ტერიტორია პოლიციის ლენტებითაა შემოსაზღვრული. ვერტმფრენი, რომელმაც კატასტროფა განიცადა, ფრაგმენტებადაა დაშლილი.

ვერტმფრენი, რომელიც დღეს დილით ყაზბეგში ჩამოვარდა, კომპანია "ავიატორ პლუსს" ეკუთვნოდა.

ტრაგედიის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები. ცხედრების გადასვენება ჯერ არ დაწყებულა. ყაზბეგში მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადებიც.

 

 

როგორც თვითმხილველები ამბობენ,  ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა. კატასტროფის კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

ვერტმფრენი დაახლოებით 50-60 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავდა. გარდაცვლილებს შორის ერთი მფრინავია. 

ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე.

დღის ამბები