03 მაისი 2024,   03:37
ვრცლად
იციან, რომ პროფესიონალი იყო, ამიტომ ჩაუფინეს ეგ, რომ თვითმფრინავი იყო ბოლო მოდელი," - გარდაცვლილი პილოტის მეზობელი

ყაზბეგში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გარდაცვლილი პილოტის ოჯახის წევრებისთვის უკვე ცნობილია. ილია ბადიაშვილის ცოლს მეუღლის გარდაცვალების შესახებ მეგობრებმა შეატყობინეს და სწორედ მათ წაიყვანეს ყაზბეგში.

მეზობლების ინფორმაციით, ერთი საათის წინ გარდაცვლილი პილოტის ოჯახში კომპანია „ავიატორი პლიუსის“ წარმომადგენლებიც მივიდნენ.

ბადიაშვილის მეზობლები ამბობენ, რომ ის პროფესიონალი პილოტი იყო და გამორიცხავენ, რომ მას შეცდომა დაეშვა.

„როცა დაიწყეს, რომ ეს იყო ამერიკული, ბოლო მოდელი, მაშინ უფრო დავრწმუნდი რომ ილოზე იყო ლაპარაკი, იმიტომ რომ იციან ის პიროვნება ისეთი იყო, რომ ჩაუფინეს ეგ რომ თვითმფრინავი იყო ბოლო მოდელი. ილოსნაირი პროფესიონალი და მცოდნე უგზო-უკვლოდ განათლებული პიროვნება იყო,“-ამბობს მეზობელი.

კომპანია "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" კუთვნილი ვერტმფრენი 6 ივნისს დაბა სტეფანწმინდის მიმდებარედ, ე.წ. ყანების ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: პილოტი და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" ორი თანამშრომელი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე.

დღის ამბები