03 მაისი 2024,   06:47
ვრცლად
პოლიტიკური სპეკულაციაა, კარგად იციან, რომ ანაკლიის პორტი უსაფრთხოების და სტაბილურობის  გარანტიაა - ვოლსკი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს 

პარლამენტში მწვავე დებატებისთვის ემზადებიან. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს ეკონომიკის მინისტრს  მოუსმენენ.  ერთ-ერთი მთავარი საკითხი ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ანაკლიის პორტის პროექტია. 

ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შეფერხებაზე საუბრობს. მთავარი აქცენტი კი ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ფოთის პორტის მშენებლობისთვის გაცემულ ნებართვაზე კეთდება, რომელიც უწყების სკანდალად იქცა. 

მმართველ გუნდში ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ. განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. ვოლსკი ამბობს, რომ ოპონენტები პოლიტიკური სპეკულაციით არიან დაკავებულნი. 

Image result for გია ვოლსკი“მე ვფიქრობ ეს მაინც უფრო პოლიტიკური სპეკულაციაა, მათაც კარგად იციან, რომ ანაკლიის პორტი არის უსაფრთხოების და სტაბილურობის სერიოზული გარანტი, მით უმეტეს თუკი საერთაშორისო თანამეგობრობა ესოდენ დაინტერესებულია ამ პორტის არსებობაში.

გარდა ამისა, ეს საქართველოა, სადაც კონკურენცია არ არსებობს ფოთსა და ანაკლიას შორის და არც შეიძლება არსებობდეს. ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს სჭირდება და ყველაფერს რომ ტავი დავანებოთ პოლიტიკურ ნაწილს, ეს არის ის რესურსი, რომელმაც საქართველოს ეკონომიკურ ზრდას უნდა შეუწყოს ხელი,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში მისვლის მნიშვნელობაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მინისტრები იცავენ კანონს - პარლამენტის წინაშე ვალდებულების შესახებ. 

Image result for არჩილ თალაკვაძე„მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საზოგადოებამ და ოპოზიციამ მიიღოს უკვე ინფორმაცია იმ კითხვებზე, რომელიც მათ აქვთ და პროექტებთან დაკავშირებით, რაზე ხშირად ვხედავთ არა ჯანსაღ დისკუსიას მათი მხრიდან მედიაში. მე ვფიქრობ, საკომიტეტო მოსმენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავრობა და მინისტრები ანგარიშვალდებულნი არიან პარლამენტის წინაშე, ისინი იცავენ კანონს და როდესაც არის კითხვები ამ კითხვებს პასუხობენ პარლამენტში,“- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები