03 მაისი 2024,   04:29
ვრცლად
"ქალბატონმა თურნავამ უნდა ახსნას, რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით" - ოპოზიციას მინისტრთან მწვავე კითხვები აქვს

ქალბატონმა თურნავამ უნდა ახსნას, ბოლოს და ბოლოს რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დეპუტატები ამბობენ, რომ პარლამენტში მისულ ეკონომიკის მინისტრთან სხვა მწვავე საკითხებთან ერთად მთავარი განსახილველი საკითხი ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება იქნება.

ჭიაბერაშვილის თქმით, ხელისუფლების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კონსორციუმს ფინანსების მოზიდვაში ხელს უშლის. სწორედ ამიტომ, მისი აზრით, ეკონომიკის მინისტრმა განმარტება უნდა გააკეთოს.

ზურაბ ჭიაბერაშვილი-ის სურათის შედეგი„ხომ არ იკვეთება აქ გარკვეული კორუფციული ინტერესი მთავრობის მხრიდან,. რა თქმა უნდა ძირითადი კითხვა არის ისეთ სტრატეგიულ პროექტთან დაკავშირებით, როგორიც არის ანაკლია. იმიტომ რომ მთავრობის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები და ქმედებები ძალიან ურთულებს კონსორციუმს კერძო ფონდებიდან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ფულის მოზიდვას, ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის და ქალბატონმა თურნავამ, უნდა ახსნას რა უნდა ბოლოს და ბოლოს საქართველოს მთავრობას,“-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილისა და მისი კლანის ინტერესებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

მისი თქმით, მინისტრები ბიძინა ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ დავალებებს ასრულებენ, რის გამოც მათ საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ.

რომან გოცირიძე-ის სურათის შედეგი

„ჭიათურა და ფერო ჩამოართვეს უცხოელ მესაკუთრეს, ვიღაცეები მართავენ ორი წლის განმავლობაში და იღებენ ნაღებს. პანკისში რა მოხდა და როგორი კრიზისი შექმნეს ვნახეთ. ფოთი და ანაკლიის ისტორია ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს ღალატი თუკი ჩაიშალა ანაკლიის პორტი და დიდი ალბათობით აქეთკენ მივდივართ. გადაწყვეტილების მიმღები არის ბიძინა ივანიშვილი, გადაწყვეტილებების შემსრულებლები არიან მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და აპარატი.

თუ არ უნდა მიიღო უკანონო გადაწყევტილება და ასეთ მძიმე მდგომაროებაში მოგიწიოს ყოფნა და შემდეგ ხალხმა გლანძღოს , მომავალმა ხელისუფლებამ აგიკრას თავი სადაც ჯერ არს, მაშინ არ უნდა დათანხმდე იმ პოსტზე რომელზეც აქ იმყოფები, ეს არის მარტივი გამოსავალი,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები