03 მაისი 2024,   07:37
ვრცლად
კობა ნაყოფია თურნავას: თქვენი დანიშნული დროებითი მმართველი ჭიათურაში, ვის წარმოადგენს ინვესტორს თუ სახელმწიფოს?

„ვეძახოთ მსხვილ ინვესტორს, რომელიც ასაქმებს 4000 ადამიანზე მეტს ჭიათურასა და ზესტაფონში თაღლითი, ეს არ არის კულტურა,“- ასე უპასუხა ნათია თურნავამ ოპოზიციის შეკითხვა, რომელიც "ჭიათურ მანგანეზის" დროებითი მმართველის დანიშვნას ეხებოდა.

რომან გოცირიძემ თურნავას შეახსენა რეზოლუცია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ კი გაგრძელდება უცხოელი ინვესტორების დევნა, მაშინ სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს მიმართ სანქციებს გამოიყენებს.

„ინვესტორი თქვენ გააგდეთ. და დანიშნეთ თაღლითი. აი რიჟას, რომ იძახდნენ. ვიღაც რიჟა, რომლის შესახებაც კონგრესში შევიდა მეთქი რეზოლუცია და თურმე გამოდის რომ თაღლითად მე მოვიხსენიე ინვესტორი. რომელსაც ვიცავ პირიქით. დააბრუნეთ ინვესტორი, ეს იყო შეკითხვა ჩემი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ნათია თურნავას განცხადებით კი, რეზოლუცია, რომელიც მიღებული იქნა კონგრესში, ჭიათურის საქმეს არ ეხება.

„ინფორმაცია კონგრესში შესულ რეზოლუციასთან დაკავშირებით არა ზუსტია. გთხოვთ რომ დააზუსტოთ. არანაირ კავშირში ეს კონკრეტულად ჭიათურის ქეისთან არ არის,“-განაცხადა ნათია თურნავამ.

დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ენმ-ს წევრი კობა ნაყოფია დაინტერესდა, ვინ იყო ვინმე "რიჟა", რომელიც ცნობილია როგორ თაღლითი.

„დროებითი მმართველი, რომელიც დღეს დანიშნული არის ჭიათურაში, ვის წარმოადგენს ეს ადამიანი. ეს არის ინვესტორის წარმომადგენელი თუ სახელმწიფოსი“-განაცხადა კობა ნაყოფიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კაპანაძე, იგიევა "რიჟა" უშუალოდ განაგებს "ჭიათურ მანგანეზს".

ამავე თემაზე
დღის ამბები