27 აპრილი 2024,   05:46
ვრცლად
ინციდენტი წყნარ ოკეანეში - ერთმანეთთან შეჯახებას აშშ-სა და რუსეთის ხომალდები გადაურჩნენ

წყნარ ოკეანეში ამერიკული და რუსული სამხედრო ხომალდები შეჯახებას გადაურჩნენ. ინციდენტი საერთაშორისო წყლებში დილის საათებში მოხდა, როდესაც ამერიკული კრეისერი რეგიონში რეგულარულ პატრულირებას ახორციელებდა. მასთან ერთად რუსული გემი პარალელური კურსით მიცურავდა.

ორივე მხარე სახიფათო მანევრირებაში ერთმანეთს ადანაშაულებს. რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის სარდლობა ირწმუნება, რომ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ამერიკულმა კრეისერმა მოულოდნელად კურსი შეცვალა და ადმირალ ვინოგრადოვს 50 მეტრით მიუახლოვდა. შეჯახების თავიდან ასაცილებლად კი ეკიპაჟს საგანგებო ზომების მიღება მოუხდა.

ამ ვერსიას არ ეთანხმება შეერთებული შტატების სარდლობა. მათი განცხადებით, ინციდენტი ფილიპინების ზღვაში მოხდა და სწორედ რუსულმა გამანადგურებელმა განახორციელა სახიფათო მანევრი და საშიშროება შეუქმნა როგორც ხომალდს ასევე მის ეკიპაჟს.

ამერიკელი მაღალჩინოსნები მომხდარზე რუსების შეფასებას პროპაგანდას უწოდებენ.

დღის ამბები