06 მაისი 2024,   04:42
ვრცლად
22 წლის ახალგაზრდას, რომელიც ტაიმს სკვერზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდა, პატიმრობა შეეფარდა

ნიუ იორკის სასამართლომ ტერაქტის მომზადების ბრალდებით დაკავებულ პირს პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ვერსიით, 22 წლის ახალგაზრდა თავდასხმის მოწყობას ქალაქის ცენტრში, ტაიმს სკვერზე გეგმავდა.

ის სამართალდამცველებმა იმ დროს აიყვანეს, როდესაც იარაღის შეძენას ცდილობდა. პოლიცია ეჭვმიტანილს გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა.

გავრცელებული ცნობით, საუბრების დროს დაკავებული დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფოსა” და 11 სექტემბრის ტერაქტების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა.

დღის ამბები