06 მაისი 2024,   05:06
ვრცლად
ძლიერი შტორმი საფრანგეთში - არიან გარდაცვლილები

ძლიერ შტორმს საფრანგეთში მსხვერპლი მოჰყვა. სტიქიამ ქვეყნის დასავლეთ სანაპიროს გადაუარა. ტალღებმა და ძლიერმა ქარმა, რომლის სიჩქარეც საათში 130 კილომეტრს აღწევდა, ატლანტის ოკეანეში სამაშველო ნავი გადააბრუნა.

დაიღუპა ეკიპაჟის 3 წევრი, 4-მა კი სანაპირომდე მიღწევა შეძლო. ისინი ზღვაში სათევზაო ნავის დასახმარებლად შევიდნენ.

საფრანგეთამდე ძლიერმა შტორმმა ესპანეთის ჩრდილოეთ რეგიონები დააზარალა.

დღის ამბები