01 მაისი 2024,   17:32
ვრცლად
ამომრჩეველთა აღრიცხვა - მიხეილ ბენიძე არჩევნების პირველ ტურში დაფიქსირებული ტენდენციის გამეორებაზე საუბრობს 

"სამართლიანი არჩევნების" პირველი შეფასება, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით - მიხეილ ბენიძე საუბრობს ტენდენციაზე, რომელიც წინა არჩევნების მსგავსად, მეორე ტურშიც გამოვლინდა. ეს არის არჩევნებზე მისული ადამიანების აღრიცხვა. სამართლიანი არჩევნების შეფასებით, ამომრჩევლების აღრიცხვა რამდენიმე უბანზე შეინიშნა, რასაც მათი დამკვირვებლების მხრიდან რეაგირება უკვე მოჰყვა.

„დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით უბნების უმრავლესობაზე, უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა. ტენდენციის სახით ამ ეტაპზე შეინიშნება მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #11-ე , #18-ე , #22-ე,  #32-ე, #33-ე საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების მობილიზება რომლებიც ამომრჩეველს აღრიცხავენ სახელისა და გვარის მიხედვით. #12 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორის მიერ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვის ფაქტი დამკვირვებლებმა გააპროტესტეს, რასაც უთანხმოება მოჰყვა. ცესკო-ს წარმომადგენლის ჩარევის შემდეგ, რეგისტრატორი ჩამოაშორეს მისი ფუნქციების განხორციელებას და პრობლემა აღმოიფხვრა,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ. 

დღის ამბები