27 აპრილი 2024,   06:32
ვრცლად
ავადმყოფია, ძალიან მალე ფსიხდებოდა - აგარაში მომხდარი სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის დედა 

მამაკაცს, რომელმაც აგარაში მეზობელს 41 წლის ზვიად გელაშვილს 16 ჭრილობა მიაყენა და შემდეგ საკუთარ მეუღლეს დანა 13-ჯერ ჩაარტყა, ფსიქიკური პრობლემები აქვს. ამის შესახებ განცხადებას, ბრალდებულის დედა აკეთებს. ის ვერ აკონკრეტებს თუ რა მოხდა საბედისწერო ღამეს, როდესაც მისმა შვილმა ჯერ მეზობელი მოკლა, შემდეგ კი მეუღლე დაჭრა, თუმცა ამბობს, რომ ცოლთან ბრალდებულს კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 

„არაფერი არ ვიცი შვილო. მე გავიგე 10 საათზე დღეს. მითხრეს რომ წუხელისო ავთო დააკავესო. ვერავინ ინატრებს იმისთანა ცოლ-ქმრობა მაგათ, რომ ჰქონდათ. ეს არის დაავადებული, ავადმყოფი არის და ძალიან მალე ფსიხდებოდა და ყველაფერს ერიდებოდა რომ არავისთან კამათი და კონფლიქტი არ მოსვლოდა,“-განაცხადა ბრალდებულის დედამ.

სასტიკი მკვლელობა აგარაში მოხდა. 41 წლის მამაკაცი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.  დაჭრილი ქალი კი მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. თავდასხმის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის და ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები