03 მაისი 2024,   11:33
ვრცლად
ხანძარი ოდესაში - ფსიქიატრიულ კლინიკაში გაჩენილ ცეცხლს 6 ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარი ოდესაში - ქალაქის გარეუბანში მდებარე ფსიქიატრიულ კლინიკაში გაჩენილ ცეცხლს 6 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის დროს საავადმყოფოს შენობაში პაციენტები და სამედიცინო პერსონალი იმყოფებოდა. ადგილზე სამაშველო სამსახურები იყო მობილიზებული.

მეხანძრეებმა ალმოდებული შენობიდან 15 ადამიანი გამოიყვანეს. საავადმყოფოს პაციენტების ნაწილი კლინიკებში მძიმე დამწვრობებით გადაიყვანეს.

გამოძიება ხანძრის მიზეზების დადგენაზე მუშაობს.

დღის ამბები