14 ოქტომბერი 2019,   08:51
ვრცლად
პატიმრობიდან გათავისუფლებული რუსი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი გაათავისუფლეს

ივან გოლუნოვი, რომელიც პატიმრობიდან საზოგადოების ზეწოლის შედეგად გათავისუფლდა, ჟურნალისტური გამოძიების გაგრძელების პირობას დებს. ინტერნეტ-პორტალის ჟურნალისტს მოსკოვის პოლიციის განყოფილებასთან კოლეგებმა და მხარდამჭერებმა ემოციური დახვედრა მოუწყეს. ივან გოლუნოვმა საზოგადოებას უპრეცენდენტო სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. ჟურნალისტის განცხადებით, მისთვის მორალური ზიანის კომპენსაცია ის იქნება, რომ მსგავსი რამ სხვას არ დაემართება.

გამომძიებელი ჟურნალისტი გასულ კვირას პროფესიული საქმიანობის გამო დააკავეს. ის რუსი მაღალჩინოსნების კორუფციულ საქმიანობას იძიებდა. გოლუნოვის კოლეგები აცხადებენ, რომ ჟურნალისტს ნარკოტიკები სამართალდამცველებმა ჩაუდეს. თუმცა მის მხარდასაჭერად საზოგადოება და მედია გაერთიანდა და სწორედ მათი ზეწოლის შედეგად გოლუნოვს ბრალდებები მოუხსნეს და საქმეც დახურეს.

დღის ამბები