23 ოქტომბერი 2019,   07:55
ვრცლად
"ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას“ - ილია მეორე  

„ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე, მრავალი განსაცდელი ხდება ადამიანის ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას“ - ეს განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე გააკეთა.

პატრიარქმა ქადაგებისას, წინაპრების ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.  

"დღეს მრავალი პრობლემების წინაშე, მრავალი საკითხის წინაშე ვართ და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომლებიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ღვთისმშობელი დაიფარავს, დაიცავს და გადაარჩენს საქართველოს,“ - განაცხადა ილია მეორემ.

 

დღის ამბები