27 აპრილი 2024,   08:36
ვრცლად
აშკარა არის გარკვეულ ჯგუფებს შორის ფარული დაპირისპირებები - ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო გადაყენებაზე

„ეს არანაირად არ იქნება სწორი, გამართლებული და კარგი ნაბიჯი,“ - ასე აფასებს პარლამენტის წევრი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, ლევან კობერიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრს თანამდებობიდან გადააყენებენ

ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მინისტრს რეფორმების გასატარებლად საკმაოდ დიდი რესურსი ჰქონდა.

„თუ ეს ასე მოხდება, ჯერ დადასტურებული არ არის, ვფიქრობ, რომ ეს არანაირად არ იქნება სწორი, გამართლებული და კარგი ნაბიჯი. მე ვთვლი, რომ სერგეენკოს საკმაოდ დიდი რესურსი აქვს იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რეფორმა გასატარებელია, მას რესურსი, რომ მსგავსი ტიპის რეფორმები გაატაროს, აქვს,“ - განაცხადა კობერიძემ.

ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" დავით სერგეენოკოს გადაყენება, შიდა დაპირისპირების გამო გადაწყვიტა. 

„ერთი რამ შეიმჩნევა, რომ აშკარა არის გარკვეულ ჯგუფებს შორის ფარული დაპირისპირებები,“ - ამბობს კობერიძე.

კობერიძე განმარტავს, რომ შესაძლოა სერგეენკოს გადაყენება მის მაღალ რეიტინგს პირდაპირ არ უკავშირდებოდეს, თუმცა, დეპუტატი ამბობს, რომ მმართველი გუნდის წევრების უმრავლესობას ჯანდაცვის მინისტრის რეიტინგი მოსაწონი არ იქნებოდა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება მინისტრების დანიშნა-მოხსნასთან დაკავშირებით, ივანიშვილთან შეთანხმებით ან მისი პირადი მითითებით მიიღება. 

„ვფიქრობ, რომ პრემიერი პარტიის თავმჯდომარის გარეშე ამ გადაწყვეტილებას ვერ და არ იღებს,“ - განაცხადა კობერიძემ.

დღის ამბები