27 აპრილი 2024,   02:58
ვრცლად
საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების არჩევა დაიწყო

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების არჩევა დაიწყო. "კურიერის" ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ხელისუფლება ამ საბჭოების დაკომპლექტებას "ქართული ოცნების" ერთგული კადრებით შეეცდება.

განათლების მინისტრი კი ამგვარ შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს და გამჭვირვალე პროცესზე საუბრობს.

„პირველი შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტური სიცრუეა ის ინფორმაცია, რომ რაღაც ზეწოლა აქვს ადგილი. იმიტომ რომ პირველივე დღიდან, სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე, ღიად ვაცხადებდით, რომ ნებისმიერს იმ პროცედურების დაცვის თანმიმდევრობით, ის პროცესი როგორ წარიმართებოდა, როდის დაიწყებოდა, როდის სრულდება, ასევე მუდმივად თვალს ვადევნებთ ამ პროცესს და ის, რომ ხდება ზეწოლა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის სიცრუე, არანაირ სინამდვილეს არ შეესაბამება. თვითონ სამეურვეო და პროცესი არჩევნების გულისხმობს იმას, რომ ეს მიმდინარეობს გამჭვირვალედ, ღიად“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

  

დღის ამბები