06 მაისი 2024,   21:36
ვრცლად
აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 ჯარისკაცს აგზავნის

შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 ჯარისკაცს გააგზავნის. ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, დამატებითი სამხედრო ძალები რეგიონში უკვე არსებული ამერიკული ჯარისკაცების უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყობენ ხელს.

პატრიკ შენა-ჰანის თქმით, ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე თავდასხმა ნათლად აჩვენებს, რომ ამერიკელ ჯარისკაცებს რეგიონში შესაძლოა საფრთხე დაემუქროთ.

პენტაგონმა უკვე გაასაჯაროვა კიდევ ერთი ვიდეო მასალა, რომლიც თავდაცვის უწყების მტკიცებით, ტანკერებზე თავდასხმაში ოფიციალური თეირანის მონაწილეობას ადასტურებს.

დღის ამბები